ავტორიზაცია

მორატას ბარსელონაში ტრანსფერს იუვენტუსი აფერხებს - ესპანელს ზაფხულამდე მოცდა მოუწევს?

მორატას ბარსელონაში ტრანსფერს იუვენტუსი აფერხებს - ესპანელს ზაფხულამდე მოცდა მოუწევს?
თარიღი 04 იან 2022, 11:00

"იუვენტუსიდან" "ბარსელონაში" თავდამსხმელის, ალვარო მორატას ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს. ფაბრიციო რომანოს თქმით, გუშინ "იუვენტუსის" მენეჯმენტი და მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი შეხვდნენ ფეხბურთელს.

იტალიელებმა აცნობეს, რომ მას არ გაუშვებენ "ბარსაში", თუ მის ნაცვლად ფორვარდს ვერ აიყვანენ. ამ შემთხვევაში მორატა "იუვენტუსში" სეზონის ბოლომდე დარჩება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ტრანსფერი "ბარსაში" პრაქტიკულად შეთანხმებულია. "იუვენტუსის" მიზანია ივნისში ახალგაზრდა ტოპ თავდამსხმელის შეძენა.

მაურო იკარდის ტრანსფერზე "პსჟ"-სთან მოლაპარაკებები ჯერ არ არის მოწინავე ეტაპზე. მიმდინარე სეზონში მორატამ "იუვენტუსში" 23 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.