ავტორიზაცია

"დამიჯერეთ, იმაზე მეტად განვიცდი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ", - ჟორჟინიო მუნდიალს მიღმა დარჩენაზე

"დამიჯერეთ, იმაზე მეტად განვიცდი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ", - ჟორჟინიო მუნდიალს მიღმა დარჩენაზე
თარიღი 01 აპრ 2022, 13:05

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენაზე განცხადება გააკეთა.

"ფეხბურთში, როგორც ცხოვრებაში, ან მოიგებ ან წააგებ. არის მარცხები, რომლებიც დანარჩენებზე მტკივნეულია, თავიანთ კვალს ტოვებენ".

"დამიჯერეთ, ჩემი წუხილი იმაზე ძლიერია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მაგრამ ფეხბურთი უბრალოდ სპორტი არ არის, ეს ბრწყინვალე ფასეულობების სკოლაა: გასწავლის, რომ არ დანებდე, დაშვებულ შეცდომებზე ისწავლო, რთულ დროს ერთიანობა შეინარჩუნო".

"ამ მაისურის მორგება ჩემი ოცნებაა და ჩემთვის დიდ პატივად დარჩება".

"ვსწავლობთ და ვმაღლდებით. მოდით, წინსვლა განვაგრძოთ. Forza Azzuri, Forza Italia", - წერს ჟორჟინიო სოციალურ ქსელში.