ავტორიზაცია

მანჩინის დედა: "მისი დადანაშაულება არ მინდა, მაგრამ ჟორჟინიოს პენალტები ძვირად დაგვიჯდა"

მანჩინის დედა: "მისი დადანაშაულება არ მინდა, მაგრამ ჟორჟინიოს პენალტები ძვირად დაგვიჯდა"
თარიღი 27 მარ 2022, 20:31

იტალიის ნაკრების მწვრთნელის, რობერტო მანჩინის დედამ, მარიანა პუოლომ, გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრის მიზეზები დაასახელა.

ევროპის ჩემპიონები შესარჩევის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ, პლეი-ოფში კი ჩრდ.მაკედონიასთან 0:1 დამარცხდნენ.

„ყველაფერი შეიძლებოდა უკეთ გამოსულიყო, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ზოგჯერ ყველაფერი კარგად ვითარდება, ზოგჯერ კი - არც ისე. ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, მაგრამ შეტევამ თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა.

მე ბალოტელის გუნდში აუცილებლად გამოვიძახებდი, ის წარმოუდგენლად ძლიერი და შეუკავებელი ფორვარდია.

სამწუხაროდ, ისეთი შეცდომები, როგორიც ჟორჟინიომ დაუშვა, ძვირად დაგვიჯდა. არ მინდა ყველაფერი მას დავაბრალო, მას ხომ ეს სპეციალურად არ გაუკეთებია, მაგრამ სამი პენალტი ვერ გამოიყენა...

მაკედონიმ ერთი ზუსტი დარტყმა განახორციელა, მაგრამ ამაზე ლაპარაკს ახლა აზრი აღარ აქვს. ამ შემადგენლობას არ დაუკარგავს ის ჯადოსნურობა, რომელსაც ევროზე აჩვენებდა, მაგრამ ზოგ ფეხბურთელს შეცდომის დაშვების ზედმეტად ეშინოდა, ალბათ>

ყველაზე მეტად ამით ინგლისელებმა გაიხარეს.“ - აღნიშნა ქალბატონმა.