ავტორიზაცია

პორტუგალიის ნაკრების მცველი: "ვფიქრობ, რონალდუ მომდევნო ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებს"

პორტუგალიის ნაკრების მცველი: "ვფიქრობ, რონალდუ მომდევნო ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებს"
თარიღი 01 აპრ 2022, 13:12

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ჟოზე ფონტემ გუნდის ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, ბოლო ინტერვიუში ნათლად თქვა, რომ საკუთარ მომავალს თავად გადაწყვეტს. ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს, შესანიშნავადაც კი".

"თუ ტიტულების მოგების და უმაღლეს დონეზე ასპარეზობის შესაძლებლობა ექნება, ასპარეზობას გააგრძელებს".

"კარიერის გაგრძელება სურს და ჩემი აზრით, არა მხოლოდ ყატარში გასამართ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, მინიმუმ მომდევნო ევროპის ჩემპიონატზეც ვიხილავთ", - ციტირებს "ლილის" უკანახაზელის სიტყვებს Talksport-ი.

შეგახსენებთ, რონალდუ, რომელიც საკლუბო დონეზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს, უკვე 37 წლის არის.