ავტორიზაცია

"ხავისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - პიკე ბარსელონადან დემბელეს შესაძლო წასვლას ეხმაურება

"ხავისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - პიკე ბარსელონადან დემბელეს შესაძლო წასვლას ეხმაურება
თარიღი 01 აპრ 2022, 13:17

"ბარსელონას" დაცვის ხაზის ლიდერს, ხერარდ პიკეს იმედი აქვს, რომ გუნდის გარემარბი, უსმან დემბელე კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

"მინდა, კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ხავისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჩვენ კი მისით აღფრთოვანებულები ვართ", - ციტირებს 35 წლის ესპანელის სიტყვებს Diario Sport-ი.

შეგახსენებთ, 24 წლის ფრანგ შემტევს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

გასულ ზამთარს დემბელემ თანამშრომლობის გაგრძელებაზე "ბარსელონას" შეთავაზება იუარა და დიდი შანსია, რომ ზაფხულში წავიდეს.

მიმდინარე სეზონში უსმანმა "ბლაუგრანას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.