ავტორიზაცია

ალეგრიმ ახალი თაობის 3 უძლიერესი თავდამსხმელი დაასახელა: "ვლაჰოვიჩიც მათ შორისაა"

ალეგრიმ ახალი თაობის 3 უძლიერესი თავდამსხმელი დაასახელა: "ვლაჰოვიჩიც მათ შორისაა"
თარიღი 01 აპრ 2022, 13:41

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი ახალგაზრდა სუპერვარსკვლავების გვერდით დააყენა.

იტალიელი სპეციალისტის აზრით, 22 წლის სერბი ფორვარდი კილიან მბაპესა ("პსჟ") და ერლინგ ჰოლანდს ("დორტმუნდი") არაფრით ჩამოუვარდება.

"დუშანი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც საერთაშორისო დონეზე მცირე გამოცდილება აქვს, მაგრამ საჭირო უნარებს ფლობს, უნდა და შეუძლია განვითარება, რისთვისაც ბევრი დრო აქვს. მოწინააღმდეგის კართან დიდი ვნებით მოქმედებს".

"იუვენტუსმა" მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა. ვლაჰოვიჩი, მბაპე და ჰოლანდი თავიანთი თაობის უძლიერესი ფეხბურთელები არიან", - ციტირებს "ბებერი ქალბატონის" თავკაცის სიტყვებს GQ.

მოგეხსენებათ, ვლაჰოვიჩი "იუვემ" გასულ ზამთარს "ფიორენტინადან" 70 მილიონ ევროდ იყიდა, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა ტურინელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო და თავი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა.