ავტორიზაცია

უზარმაზარი ხელფასით — მანჩესტერმა ბრუნოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა

უზარმაზარი ხელფასით — მანჩესტერმა ბრუნოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა
თარიღი 01 აპრ 2022, 14:12

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ და ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივეს.

ასე და ამგვარად, ახალი ხელშეკრულება 2026 წლამდე იმოქმედებს, თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ფერნანდეში "ეშმაკუნების" 3 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს შორის ერთ-ერთია.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის პორტუგალიელის წლიური ხელფასი 14-15 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, ბრუნო "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში მან მანიკუნიანელთა ღირსება 117 მატჩში დაიცვა, 49 გოლი გაიტანა და 39 ასისტი მიითვალა.