ავტორიზაცია

ფიფას პრეზიდენტი: "ვწუხვარ, რომ იტალია ზედიზედ მეორე მუნდიალს გამოტოვებს, ტირილი მინდება"

ფიფას პრეზიდენტი: "ვწუხვარ, რომ იტალია ზედიზედ მეორე მუნდიალს გამოტოვებს, ტირილი მინდება"
თარიღი 01 აპრ 2022, 15:16

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში იტალიის ნაკრების მარცხით ნაწყენი დარჩა.

მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურა" ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) დამარცხდა და ზედიზედ მეორე მუნდიალს გამოტოვებს.

"ტირილი მინდა. ყველა იტალიელისთვის სამწუხარო დროა. ნაკრები ზედიზედ მეორედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე".

"მახსოვს ჩემი ბავშვობის ემოციები 1978 და 1982 წლების ჩემპიონატებიდან - ასეთი მოვლენების წყალობით გიყვარდება ფეხბურთი. იტალიელი ბავშვების გამო ვწუხვარ", - ციტირებს შვეიცარიელის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

მოგეხსენებათ, ყატარში გასამართი მუნდიალი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბრამდე გასტანს.