"პარიზში უბედურია და იტანჯება, დაბრუნება უნდა", - იტალიურ მედიაში დონარუმაზე წერენ
"პარი სენ ჟერმენის" გოლკიპერს, ჯანლუიჯი დონარუმას სამუშაო ადგილის შეცვლა სურს, წერენ გავლენიანი იტალიური გამოცემები, Football Italia და La Gazzetta dello Sport-ი.
ასე და ამგვარად, გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მეკარე პარიზში უბედურია. როგორც ამბობენ, "საფრანგეთში იტანჯება". ჯიჯის სამშობლო ენატრება და დაბრუნება უნდა.
ერთადერთი იტალიური ტოპ კლუბი, სადაც შეიძლება დონარუმა გადავიდეს, "იუვენტუსია". ტურინელები მას აკვირდებიან, მაგრამ საეჭვოა, ამ ზაფხულს მისი ტრანსფერის გაჩარხვა შეძლონ. დაბრკოლებას ფეხბურთელის მაღალი ხელფასი წარმოადგენს - 7 მილიონი ევრო წლიურად, 10 მილიონი ბონუსების ჩათვლით.
შეგახსენებთ, ჯანლუიჯი "პარი სენ ჟერმენს" გასულ ზაფხულს "მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში დონარუმამ ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.