ავტორიზაცია

პიკე: "ესპანიოლის ფანების სტვენა სექსსაც კი მირჩევნია, მათ სტადიონზე უფრო მომწონს თამაში, ვიდრე ბერნაბეუზე"

პიკე: "ესპანიოლის ფანების სტვენა სექსსაც კი მირჩევნია, მათ სტადიონზე უფრო მომწონს თამაში, ვიდრე ბერნაბეუზე"
თარიღი 01 აპრ 2022, 15:51

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ "ესპანიოლის" წინააღმდეგ თამაში სექსს შეადარა.

"უკვე დიდი ხანია "ესპანიოლის" მთლიან ბიუჯეტზე მეტი ფული მაქვს", - ციტირებს 35 წლის ესპანელის სიტყვებს Marca.

"ესპანიოლის" სტადიონზე თამაში უფრო მომწონს, ვიდრე "სანტიაგო ბერნაბეუზე".

"ბედნიერი ვიყავი, როცა ლა ლიგაში დაბრუნდა. მომწონს მოედანზე გასვლა და მათი სტვენის მოსმენა, მე კი ვიღიმი და გულშემატკივრებს კიდევ უფრო ვაღიზიანებ. ამას მსოფლიოში არაფერი შეედრება, სექსზე უკეთესიც კია".

"ამ ადამიანებში ბრაზი იგრძნობა, გასული წლების გამო წყენა დაუგროვდათ. "რეალის" გულშემატკივრები უფრო კეთილგანწყობილები არიან", - დასძინა პიკემ.