ავტორიზაცია

რა გავლენა მოახდინა კლასიკოში ბარსელონას ბრწყინვალე გამარჯვებამ ჰოლანდზე?

რა გავლენა მოახდინა კლასიკოში ბარსელონას ბრწყინვალე გამარჯვებამ ჰოლანდზე?
თარიღი 01 აპრ 2022, 16:36

"დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდზე ლა ლიგაში "ბარსელონას" მიერ "რეალის" (4:0) განადგურებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, 21 წლის სუპერვარსკვლავი, რომელსაც საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, "კლასიკოში" კატალონიური გუნდის თამაშით ძალზედ მოხიბლული დარჩა.

ეს მატჩი ახალგაზრდა ნორვეგიელისა და "ბარსას" მთავარ მწვრთნელ ხავის შეხვედრიდან სამ კვირაში გაიმართა. ერლინგმა საკუთარი თვალით დაინახა: ის პერსპექტივები, რომლებიც მას 42 წლის სპეციალისტმა აღუწერა, გადაჭარბებული არ ყოფილა. ჰოლანდი "ბლაუგრანას" მიერ შექმნილი მომენტების რაოდენობამ აღაფრთოვანა.

შედეგად, "დორტმუნდის" ლიდერს, რომელიც სერიოზულად ფიქრობდა "მანჩესტერ სიტის" წინადადებაზე დათანხმებას, ახალი კლუბის არჩევაში ეჭვები გაუჩნდა. და, როგორც ფეხბურთელის აგენტთან დაახლოებული წყარო ამბობს, ეს ინფორმაცია "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ იცის.

ჰოლანდს ბორუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, მასში გათვალისწინებული პუნქტის თანახმად, ერლინგის შესყიდვა ამჟამად 75 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.

მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.