ავტორიზაცია

"ერთი ინიესტასავით ცეკვავს ბურთთან ერთად, მეორე განსაკუთრებული გახდება", - პიანიჩი ბარსას ახალგაზრდებზე

"ერთი ინიესტასავით ცეკვავს ბურთთან ერთად, მეორე განსაკუთრებული გახდება", - პიანიჩი ბარსას ახალგაზრდებზე
თარიღი 01 აპრ 2022, 16:59

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა კატალონიელთა ახალგაზრდა ვუნდერკინდი, პედრი ლეგენდარულ ანდრეს ინიესტას შეადარა.

გარდა ამისა, 31 წლის ბოსნიელმა, რომელიც ამჟამად იჯარით "ბეშიქთაშში" თამაშობს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი, გავიც შეაქო.

"პედრი მომწონს, ბურთთან ერთად ცეკვავს, როგორც ინიესტა", - აცხადებს პიანიჩი La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

"როდესაც გავი ვარჯიშზე პირველად ვნახე, გავიფიქრე: "ვაუ, ეს ბიჭი განსაკუთრებული გახდება", - დასძინა გამოცდილმა ფეხბურთელმა.

მიმდინარე სეზონში 19 წლის პედრიმ "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი მიითვალა, ხოლო 17 წლის გავის აქტივში 35 შეხვედრაში გატანილ 2 ბურთთან ერთად 5 ასისტიცაა.