ავტორიზაცია

ცნობილი გახდა იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც ბარსელონა დემბელეს შესთავაზებს

ცნობილი გახდა იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც ბარსელონა დემბელეს შესთავაზებს
თარიღი 01 აპრ 2022, 17:36

გაირკვა იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც "ბარსელონას" ხელმძღვანელობა გარემარბ უსმან დემბელეს უმზადებს.

ასე და ამგვარად, როგორც El Chiringuito TV-ის ეთერში ჟურნალისტმა, ხოსე ალვარესმა განაცხადა, კატალონიური გრანდი 24 წლის ფრანგს წლიური ხელფასის სახით 8 მილიონ ევროზე მეტს არ შესთავაზებს.

გარდა ამისა, მხარეებს ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე აქვთ უთანხმოება. "ბარსას" 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა, ფეხბურთელს კი - 2-წლიანის.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დემბელეს გარემოცვა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოლაპარაკებისთვის მზად არის.

მიმდინარე სეზონში უსმანმა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.