ნოიერი: "ესპანეთთან ცუდი მოგონებები გვაკავშირებს, მაგრამ მსგავსი რამ ორჯერ არ მოგვდის"
მანუელ ნოიერმა 2022 წლის მუნდიალზე ესპანეთთან მოახლოვებული მატჩი შეაფასა.
2020 წლის ნოემბერში ესპანეთმა გერმანიის ნაკრებს ერთა ლიგაზე 6:0 მოუგო.
„აშკარა იყო, რომ პირველი კალათიდან რთული მეტოქე შეგვხვდებოდა. ესპანეთთან ცუდი მოგონებები გვაკავშირებს, მაგრამ ასეთი რაღაც ორჯერ არ მოგვდის.
კარგი ტურნირის ჩატარებაზე ვართ განწყობილები.“ - აღნიშნა ბუნდესნაკრების კაპიტანმა.
მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. გერმანიის ნაკრები ჯგუფში იაპონიას, კოსტა-რიკე/ ახალი ზელანდიას შორის გამარჯვებულს და სწორედ ესპანეთს დაუპირისპირდება.