ავტორიზაცია

მაკლარენი: "ტენ ჰაგი გვარდიოლას ფილოსოფიითაა გამსჭვალული, ბაიერნში მას "მინი პეპს" ეძახდნენ"

მაკლარენი: "ტენ ჰაგი გვარდიოლას ფილოსოფიითაა გამსჭვალული, ბაიერნში მას "მინი პეპს" ეძახდნენ"
თარიღი 02 Apr 2022, 10:25

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სტივ მაკლარენმა "აიაქსის" დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი შეაქო.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელი და ჰოლანდიელი სპეციალისტები ერთად ჰოლანდიურ "ტვენტეში" მუშაობდნენ.

"მისი სიძლიერე მხოლოდ დეტალებისადმი ყურადღების გამახვილებაში არ მდგომარეობს. მკაფიო ფილოსოფია აქვს იმის შესახებ, თუ როგორი ფეხბურთის ჩვენება და როგორი გარემოს შექმნა სურს".

"ტვენტეში" ფეხბურთელების განვითარების პროგრამა მთავარი ნაწილი იყო. ეს გააკეთა "აიაქსშიც", აკადემიიდან პირველ გუნდში არაერთი მოთამაშე გადაიყვანა. შეხედეთ ჰაკიმ ზიეჩს, ახლა კი თავდამსხმელ ანტონის, ძალიან კარგ ფეხბურთელს".

"ერიკი ძალიან დისციპლინებულია. ტაქტიკური თვალსაზრისით, გამორჩეული მწვრთნელია. "ბაიერნში" პეპ გვარდიოლასთან ერთად მუშაობდა და მისი ფილოსოფიითაა გამსჭვალული. იქ "მინი პეპს" ეძახდნენ".

"მზად არის. ბევრი გერმანული და ინგლისური ტოპ კლუბი ეცდება მის ხელში ჩაგდებას", - თქვა მაკლარენმა The Telegraph-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ტენ ჰაგს "აიაქსთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.