ვან გაალი: "არ ვურჩევ ტენ ჰაგს მანჩესტერის მსგავს კომერციულ კლუბში გადასვლას"
ლუი ვან გაალი თვლის, რომ "აიაქსის" მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი "მანჩესტერ იუნაიტედში" არ უნდა გადავიდეს: "ვფიქრობ, ერიკ ტენ ჰაგი შესანიშნავი მწვრთნელია.
მან ეს უკვე რამდენჯერმე დაადასტურა. კარგი მწვრთნელი ყოველთვის შესანიშნავია მანჩესტერ იუნაიტედისთვის, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედი კომერციული კლუბია.
მწვრთნელს უჭირს იქ გადაწყვეტილების მიღება. ჯობია საფეხბურთო კლუბში წახვიდე. არ ვაპირებ ტენ ჰაგის დავირგებას, თუ მოინდომებს დამირეკავს, მაგრამ მან უნდა აირჩიოს საფეხბურთო კლუბი და არა კომერციული", - თქვა "იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა.
ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2014 წლიდან 2016 წლამდე წვრთნიდა. მან კლუბი ინგლისის თასზე გამარჯვებამდე მიიყვანა, ხოლო ჩემპიონატში მისმა გუნდმა მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავა.