ავტორიზაცია

უარი ევროპის ერთ-ერთ ტოპ კლუბს — შკრინიარი ინტერზე უკეთეს წინადადებას არ დათანხმდა

უარი ევროპის ერთ-ერთ ტოპ კლუბს — შკრინიარი ინტერზე უკეთეს წინადადებას არ დათანხმდა
თარიღი 02 Apr 2022, 10:38

"ინტერის" ცენტრალურმა მცველმა, მილან შკრინიარმა "პარი სენ ჟერმენის" მიმზიდველი წინადადება იუარა.

პარიზელებს 27 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება სურდათ და მას წლიური ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, წერს Get French Football News-ი.

მიუხედავად ამისა, შკრინიარმა "პსჟ"-ს უარი შეუთვალა, რადგან მილანურ კლუბში ყველაფრით კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ "ნერაძური" უფრო ნაკლებს სთავაზობს - 6 მილიონი სეზონში.

ცნობისთვის, სლოვაკ უკანახაზელს "ინტერთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში შკრინიარმა ყველა ტურნირზე ერთად 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გატანილი ბურთით გამოიჩინა.