ავტორიზაცია

"ბრწყინვალე კლუბია", - ტენ ჰაგის ხმაურიანი განცხადება მანჩესტერის შესაძლო გაწვრთნაზე

"ბრწყინვალე კლუბია", - ტენ ჰაგის ხმაურიანი განცხადება მანჩესტერის შესაძლო გაწვრთნაზე
თარიღი 02 აპრ 2022, 10:46

"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო ჩაბარებაზე გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.

– მომდევნო სეზონშიც "აიაქსში" იმუშავებთ?

"ახლა მხოლოდ "აიაქსზე" ვარ კონცენტრირებული. მაგრამ არასოდეს იცი, რა მოხდება ფეხბურთში. არაფრის გამორიცხვა არ მინდა".

"ვიცი, ფეხბურთში შესაძლოა ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალოს. თუ რაღაც მომენტში შემდეგი ნაბიჯის გადადგმას გადავწყვეტ, ვიმედოვნებ, "აიაქსში" გამიგებენ".

– როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" თქვენით ძალიან დაინტერესებულია და მოლაპარაკებებიც გაიმართა. შეგიძლიათ დაადასტუროთ?

"ინდუსტრიაში ერთმანეთს ყველა იცნობს. ყოველთვის არის მოლაპარაკებები სხვა კლუბების წარმომადგენლებთან, ეს ნორმალურია. "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრწყინვალე კლუბია, შესანიშნავი გულშემატკივრებით. მაგრამ მხოლოდ ერთი რამის გამეორება შემიძლია - მთლიანად "აიაქსზე" ვარ კონცენტრირებული", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Sport1.