ავტორიზაცია

მცველი, რომლის ხილვაც ხავის ბარსელონაში სურს, თუმცა ტრანსფერის ალბათობა დაბალია

მცველი, რომლის ხილვაც ხავის ბარსელონაში სურს, თუმცა ტრანსფერის ალბათობა დაბალია
თარიღი 02 აპრ 2022, 11:38

"ბარსელონა" "სევილიას" ცენტრალური მცველის, ჟიულ კუნდეს ხელში ჩაგდებით ინტერესდება, წერს Diario Sport-ი.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა იტყობინება, 23 წლის ფრანგის გადაბირება პირადად კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, ხავის სურს.

მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ანდალუსიელები თავიანთი ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიელთათვის ზედმეტად დიდ ფულს ითხოვს, რაც ტრანსფერის შანსებს მინიმუმამდე ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მცველს "სევილიასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში კუნდემ ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.