ავტორიზაცია

"მისთვის თვალყურის მიდევნება სუფთა სიამოვნება იყო", - ბრუნომ თავისი პირველი კუმირი დაასახელა

"მისთვის თვალყურის მიდევნება სუფთა სიამოვნება იყო", - ბრუნომ თავისი პირველი კუმირი დაასახელა
თარიღი 02 აპრ 2022, 11:49

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა თავის კუმირად ლეგენდარული ბრაზილიელი, რონალდინიო დაასახელა.

27 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გამომწერის კითხვას უპასუხა: "რომელ მოთამაშეს ედრებოდი ბავშვობაში?".

"ალბათ, როგორც ყველა იმდროინდელი ბავშვისთვის, პირველი კუმირი ჩემთვისაც რონალდინიო იყო".

"მისთვის თვალყურის მიდევნება სუფთა სიამოვნება გახლდათ", - წერს ბრუნო.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.