"ვფიქრობ, რეალს მოერგება", - ზეედორფმა მადრიდულ გრანდში მბაპეს პოტენციური ტრანსფერი შეაფასა

"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კლარენს ზეედორფმა მადრიდულ გრანდში "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე განცხადება გააკეთა.
ვეტერანმა ჰოლანდიელმა "სამეფო კლუბში" 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის პერსპექტივები შეაფასა.
"მბაპე "რეალს" მოერგება, რადგან ამ კლუბს ყველა შესანიშნავი ფეხბურთელი ერგება", - ციტირებს ზეედორფის სიტყვებს Marca.
"მაგრამ მადრიდში ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთო", - დასძინა კლარენსმა.
შეგახსენებთ, კილიანს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით, "რეალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.