"დინამო ბათუმი კვარაცხელიას სანაცვლოდ ნაპოლისგან 10 მილიონს მიიღებს", - იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ
Corriere dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლის შესახებ დაწერა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გარემარბმა ყაზანის "რუბინთან" კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.
"ნაპოლისა და კვარაცხელიას გარემოცვას შორის იტალიაში შეხვედრა შედგა, რომელმაც დადებითი შედეგიც გამოიღო. ფაქტობრივად მიღწეულია საბოლოო შეთანხმებაც.
შეთანხმების თანახმად, ფეხბურთელი კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში ერთ მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს, პლიუს გათვალისწინებული იქნება ბონუსები.
გაფორმდა ხელშეკრულება დინამოსთანაც, რომლის მიხედვითაც ხვიჩას სანაცვლოდ ისინი 10 მილიონ ევროს მიიღებენ", - წერს იტალიური გამოცემა ბათუმელთა ვინგერის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 22-წლის ფლანგელის დებიუტი აჭარული გუნდის შემადგენლობაში ჩანიშნულია 2 აპრილისთვის, "თელავის" წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ლიგაში.