ავტორიზაცია

"ნაპოლი კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი იქნება", - იტალიელი ინსაიდერი ხვიჩაზე საუბრობს

"ნაპოლი კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი იქნება", - იტალიელი ინსაიდერი ხვიჩაზე საუბრობს
თარიღი 29 მარ 2022, 12:14

გავლენიანმა ინსაიდერმა, ალფრედო პედულამ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა: "აუცილებელია თვალი რუბინის 2001 წელს დაბადებულ გარემარბს, კვარაცხელიას ვადევნოთ.

ის ყველასთვის ნაცნობი მიზეზის გამო, დროებით დინამოს შემადგენლობაში თამაშობს. ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას შეგვიძლია, ახალი სიახლეები დავამატოთ.

ნაპოლი სხვებზე წინ დგას, ხვიჩას არჩევანი სწორედ იტალიურ გუნდში გადასვლაა. რა თქმა უნდა, ამისთვის მის ამჟამინდელ კლუბთან შეთანხმების მიღწევა იქნება აუცილებელი.

ყაზანელები 15 მილიონ ევროს ითხოვენ, მაგრამ ტრანსფერის გასაჩარხი გზა უკვე დასახულია და გეგმები შემუშავებულია", - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "თათრების" საკუთრებაში მყოფი ფლანგელი ბათუმში განათხოვრების წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ალბანეთთან მატჩს კი 21-წლის შემტევი მიკროტრავმის გამო გამოტოვებს.