ავტორიზაცია

ალბანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს კვარაცხელია ვერ დაეხმარება

ალბანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს კვარაცხელია ვერ დაეხმარება
თარიღი 29 მარ 2022, 10:54

დღეს, 29 მარტს, ჩვენი დროით 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, 25 მარტს "ჯვაროსნებმა" ბოსნია დაამარცხეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დღევანდელ მატჩს გამოტოვებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც როგორც ირკვევა მიკროტრავმა აქვს.

ჩვენი ნაკრების რიგებში სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. აქვე დავამატებთ, რომ ქართველი გარემარბი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ბათუმის "დინამოში" ითამაშებს.

რა იქნება აჭარული კლუბის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია. იტალიური პრესა კი თავის მხრივ ზღვისპირელების ვინგერის სახელს კვლავ "ნაპოლის" უკავშირებს.