"კვარაცხელია ნაპოლის ფილოსოფიას იდეალურად ერგება", - იტალიური პრესა კვლავ ხვიჩაზე წერს
ავტორიტეტულმა Corriere dello Sport-მა აღნიშნა, რომ ბათუმის "დინამოს" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს:
"ნაპოლის სურს, რომ ორიენტაცია ბელგიურ ბაზარზე მოახდინოს. ბრიუგე ერთ-ერთი ვარიანტია, სადაც ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ფეხბურთელი თამაშობს.
საუბარია დე კეტელარესა და ლანგის შესახებ, თუმცა გიუნტოლის სიაში სხვა ფეხბურთელებიც არიან. კლუბის რჩეულთა შორის ერთ-ერთი კვარაცხელიაა. ის 21 წლისაა.
ხვიჩას შეტევაში პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში და მისი საფეხბურთო პროფილი "ლურჯების" ფილოსოფიას იდეალურად შეესაბამება", - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ვინგერი მიმდინარე სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით აჭარულ კლუბში ითამაშებს. რა იქნება ზღვისპირელების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.