"ნაპოლი მომავლისთვის კვარაცხელიას კანდიდატურას კვლავ განიხილავს", - იტალიელი აგენტი
ცნობილმა აგენტმა, ანდრეა დიამიკო განაცხადა, რომ "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს კვლავ ინარჩუნებს. შეგახსენებთ, ქართველი გარემარბი ამ სეზონის ბოლომდე იჯარით ბათუმის "დინამოში" ითამაშებს.
"კვარაცხელიას კანდიდატურას ნაპოლი სერიოზულად განიხილავს. ის კარგი ფეხბურთელია და კლუბი მისი კანდიდატურით ნამდვილად დაინტერესებულია. ხვიჩა ახალგაზრდა და სწრაფია.
ამის გარდა, ის მაღალი დონისაა და მას ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. "ლურჯები" სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას ახალგაზრდა ფეხბურთელებზე იქნებიან ორიენტირებულები.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა, გიუნტოლიმ უკვე იცის, რა მიზნები აქვს და მათ მისაღწევად მოქმედებები დაიწყო", - განაცხადა იტალიელმა აგენტმა საქართველოს ნაკრების ვინგერის შესახებ.