ავტორიზაცია

"კვარაცხელიას წასვლაზე საუბარიც კი არ მინდა, ძალიან დამწუხრებული ვარ", - რუბინის დირექტორი

"კვარაცხელიას წასვლაზე საუბარიც კი არ მინდა, ძალიან დამწუხრებული ვარ", - რუბინის დირექტორი
თარიღი 24 Mar 2022, 20:55

ყაზანის "რუბინი" ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალურად დაემშვიდობა. პირველმა ეს გააკეთა "თათრების" სპორტულმა დირექტორმა, ანდრეი იაროვინსკიმ - "კვარას წასვლა რუბინისთვის უდიდესი დანაკლისია.

ძალიან დამწუხრებული ვარ იმ ფაქტით, რომ მან ჩვენი კლუბი დატოვა. თავად მოისურვა თუ არა ხვიჩამ ყაზანიდან წასვლა? ამაზე საუბარიც კი არ მინდა. ამ წუთისთვის, თითოეულ ლეგიონერს აქვს უფლება, რუსული კლუბი დატოვოს.

მან ეს შანსი გამოიყენა. ქართველი გარემარბის წასვლით ისე ვარ დამწუხრებული, როგორც სხვა ლეგიონერების წასვლით", - განაცხადა რუსმა ფუნქციონერმა ბათუმის "დინამოს" ახალწვეული ვინგერის შესახებ.

22-წლის ფლანგელს "წითელ-მწვანეების" ოფიციალური ტვიტერის დაემშვიდობა - "კვარაცხელიამ და რუბინმა კონტრაქტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ფეხბურთელის მხარემ კლუბთან კონსულტაციები გამართა.

შემდეგ, შრომითი ხელშეკრულების შეჩერებაზე ურთიერთშეთანხმება შედგა. ყაზანში გატარებული პერიოდის გამო ხვიჩასი მადლობელნი ვართ და წარმატებას ვუსურვებთ", - წერს "თათრების" ტვიტერი.