BREAKING: ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ბათუმის დინამოში იასპარეზებენ!
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი კარიერას სამშობლოში გააგრძელებენ.
ასე და ამგვარად, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველები მინიმუმ ზაფხულამდე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავენ.
მოგეხსენებათ, აქამდე, ორივე ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა - კვარაცხელია ყაზანის "რუბინის", ხოლო დავითაშვილი ტულის "არსენალის" რიგებში ირიცხებოდა.
ხვიჩამაც და ზურიკომაც ფიფას გადაწყვეტილებით ისარგებლეს, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს გუნდებთან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება მისცა.
აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, თუმცა ეროვნულ ლიგაში კვარაცხელიამ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა "რუსთავში" მიიღო, დავითაშვილმა კი - "ლოკომოტივში".
ცნობისთვის, 21 წლის ხვიჩა "რუბინში" 2019 წლის 6 ივლისიდან თამაშობდა, ხოლო მისი თანატოლი დავითაშვილი ტულის "არსენალს" 2021 წლის 20 ივლისს შეუერთდა.