ავტორიზაცია

მორიგი სკანდალი იუვენტუსის გარშემო - ფეხბურთელების შემდეგ, პროკურატურამ რაბიოს დედა დაიბარა

მორიგი სკანდალი იუვენტუსის გარშემო - ფეხბურთელების შემდეგ, პროკურატურამ რაბიოს დედა დაიბარა
თარიღი 02 Apr 2022, 18:32

ვერონიკ რაბიო ტურინის პროკურატურაში "იუვენტუსის" ფინანსური თაღლითობის გამოძიების მოწმის სახით დაიბარეს. ბოლო დღეებში, პიემონტის პროკურორებმა გამოძიებასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დაკითხეს.

მათ შორის მოთამაშეები პაულო დიბალა, ფედერიკო ბერნარდესკი და ალექს სანდრო, ასევე აგენტები ალესანდრო ლელი და ალესანდრო ლუჩი. Calciomercato.com-ის ცნობით, საქმეზე მოწმის სახით დაიბარეს "იუვენტუსის ნახევარმცველის", ადრიენ რაბიოს დედა.

ცნობილია, რომ ის იყო თავისი შვილის აგენტი და მოლაპარაკება აწარმოა მისთვის "პარი სენ-ჟერმენთან" თანამშრომლობის გაწყვეტის შემდეგ. უახლოეს დღეებში გამოიძახებენ სხვა მოთამაშეებსაც.

მათ შორის ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის, ასევე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, გაბრიელე გრავინას. ვნახოთ, რით დასრულდება ეს საქმე.