ავტორიზაცია

კვარაცხელიას დინამო ბათუმიდან სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, თანხას რუბინიც მიიღებს?

კვარაცხელიას დინამო ბათუმიდან სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, თანხას რუბინიც მიიღებს?
თარიღი 02 აპრ 2022, 19:28

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინთან" კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. საფეხბურთო აგენტი, ალექსეი საფონოვი საუბრობს იმის შესახებ, მიიღებენ თუ არა ფულს "თათრები" ქართველი გარემარბის ბათუმის "დინამოდან" სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში.

"კვარაცხელიას აგენტი არის ჯუღელი. რუსულ ბაზარზე ის საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს. ახლა რუსეთს ტრანზაქციები დოლართან და ევროსთან მიმართებით აეკრძალა.

ალბათ, დინამოს მისი გაყიდვა გაუადვილდება. ხელშეკრულებას გააფორმებენ და რუბინი თავის ფულს მიიღებს. ისინი მოიფიქრებენ სქემას, როგორ გადავიტანოთ ყველა ეს მომენტი.

იგივე აირტონი წავიდა განათხოვრების წესით, გამოსყიდვის სავალდებულო უფლებით, უბრალოდ სპარტაკი არ ამხელს ყველა ნიუანსს", - განაცხადა რუსმა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმელთა ვინგერის სახელს უკავშირებენ "ნაპოლის", ტრანსფერი კი დაახლოებით 10-15 მილიონ ევროდ არის შეფასებული. დღეს, 2 აპრილს, 22-წლის ფლანგელი აჭარაში სადებიუტო მატჩს ჩაატარებს.