ლა ლიგის ისტორიაში რამდენჯერ დაუნიშნეს რეალს ერთ მატჩში სამი პენალტი?
„სელტა ვიგოსთან“ გასვლით მატჩში „რეალმა“ თერთმეტმეტრიანი სამჯერ შეასრულა.
ყველა დარტყმა კარიმ ბენზემამ განახორციელა და ორი გოლი გაიტანა, ერთხელ კი მეკარეს ვერ აჯობა.
„რეალმა“ ლა ლიგის ერთ მატჩში სამი პენალტის შესრულების უფლება ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა - აქამდე, მსგავსი რამ „ესპანიოლთან“ (1935/36), „ვალენსიასთან“ (1951/52) და „სელტასთან“ (1957/58) მატჩებში მოხდა.
ამ სეზონში კი, „რეალის“ სასარგებლოდ ლა ლიგაში უკვე 10 პენალტი დაინიშნა, რაც ჩემპიონატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„სელტასთან“ მატჩის მთავარი არბიტრი პაბლო ფუერტესი იყო.