ავტორიზაცია

ლაპორტა სუპერლიგაზე: "ევროპული ფეხბურთის გადარჩენა გვინდა, პერესთან ხშირი კონტაქტი მაქვს"

ლაპორტა სუპერლიგაზე: "ევროპული ფეხბურთის გადარჩენა გვინდა, პერესთან ხშირი კონტაქტი მაქვს"
თარიღი 03 აპრ 2022, 11:41

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ევროპის სუპერლიგის მიზანი დაასახელა.

"ფლორენტინო პერესთან ერთად პროექტის პოპულარიზაციას ვაგრძელებთ, მას ხშირად ვესაუბრები", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის სიტყვებს Marca.

"ეს ევროპული ფეხბურთის გადარჩენის გზაა. ცხადია, პროექტი ევროპული ფეხბურთის ჩარჩოებს უნდა მოვარგოთ, რათა ეროვნულ ჩემპიონატებს ზიანი არ მიადგეს. ჩვენთვის მათ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვთ".

"ევროპულ ფეხბურთს ევროკავშირის გარეთ მყოფ სახელმწიფოებს ხელში ვერ ჩავუგდებთ. ცხადია, "პსჟ"-სა და "მანჩესტერ სიტის" საბეჭდი მანქანა აქვთ და სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძვით".

"მხოლოდ სამი კლუბი ("ბარსელონა", "რეალი" და "იუვენტუსი") არ გვიჭერს მხარს, მაგრამ არიან ისინიც, ვინც დუმილს ინარჩუნებენ", - დასძინა ლაპორტამ.