ავტორიზაცია

"სიფრთხილით შეარჩიეთ ეროვნული ნაკრები", - ევრა მოქმედ ფეხბურთელებს აფრთხილებს

"სიფრთხილით შეარჩიეთ ეროვნული ნაკრები", - ევრა მოქმედ ფეხბურთელებს აფრთხილებს
თარიღი 03 აპრ 2022, 11:50

ვეტერანმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის პერიოდი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსის" ექს-ფეხბურთელი სენეგალის დედაქალაქ დაკარშია დაბადებული.

"ყველა ფეხბურთელს ვეუბნები - სიფრთხილით შეარჩიეთ ეროვნული ნაკრები. მე სენეგალში დავიბადე, სენეგალში ან საფრანგეთში თამაში შემეძლო".

"მშობლებს ვესაუბრე ამის შესახებ. საფრანგეთში გავიზარდე, ამიტომაც ჩემი გადაწყვეტილება ბუნებრივი გახლდათ, რადგან ტოპ ფეხბურთელების გვერდით თამაშზე ფიქრობ".

"თუმცა, სინამდვილეში, ეს ყველაფერი პოლიტიკაა. როცა იმარჯვებ, ფრანგი ფეხბურთელი ხარ, როცა მოულოდნელად მარცხდები, მაშინვე იხსენებენ სენეგალური პასპორტს".

"ამიტომაც, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო", - თქვა ევრამ Arise News-ის ეთერში.

პატრისს საფრანგეთის ნაკრების მაისურით 81 მატჩი აქვს ჩატარებული. მან სამ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა - 2008, 2012 და 2016 წლებში, აგრეთვე ორ მსოფლიო ჩემპიონატზე - 2010 და 2014 წლებში.