ავტორიზაცია

"კლუბს ფეხბურთელებზე მაღლა ვაყენებ", - ლაპორტა ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე

"კლუბს ფეხბურთელებზე მაღლა ვაყენებ", - ლაპორტა ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე
თარიღი 03 აპრ 2022, 12:39

"ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას თქმით, კატალონიური გრანდი "დორტმუნდის" თავდასხმელ ერლინგ ჰოლანდის გამოც არ ჩავარდება ვალებში.

"ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ კლუბს ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, დირექტორებსა და სხვა ხელმძღვანელებზე წინ ვაყენებ".

"არ ვაპირებთ ისეთი გარიგებების გაფორმებას, რომლებიც ჩვენს სახელფასო სისტემას შეცვლის. გვსურს, გუნდის შესაძლებლობები მაქსიმალურად გავაფართოვოთ, ცალკეულ ინდივიდებზე მაღლა დავაყენოთ".

"არანაირ გვარს არ დავასახელებ, რადგან ეს ფასს წევს და "ბარსელონას" დათვურ სამსახურს გაუწევს", - თქვა ლაპორტამ TVE-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ჰოლანდს "დორტმუნდთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ამჟამად მისი შესყიდვა 75 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.