ავტორიზაცია

"დემბელეს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი გახდეს", - ხავიმ მთავარი პირობა დაასახელა

"დემბელეს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი გახდეს", - ხავიმ მთავარი პირობა დაასახელა
თარიღი 03 აპრ 2022, 12:57

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ხავის სჯერა, რომ უსმან დემბელეს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი გახდეს.

"ვხედავ, დემბელე ბედნიერია და ძალიან ჩართულია ამ პროცესში", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

"მისდამი პრეტენზია არ მაქვს. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ვხედავ, რომ მაღალი დონისაა და თუ კარგად იმუშავებს, შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს თავის პოზიციაზე".

"შედეგზე გავლენას ახდენს. უსმანი ჩემი სათამაშო სტილისთვის ძალიან კარგია", - დასძინა ხავიმ.

24 წლის ფრანგმა, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.