ასპასი რეალთან მატჩის შემდეგ მსაჯზე: "ისღა დარჩენოდა, მეოთხე პენალტიც დაენიშნა და თავად დაერტყა"
"სელტას" თავდამსხმელი, იაგო ასპასი ლა ლიგის ეგიდით "რეალთან" (1:2) გამართულ მატჩში მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო დარჩა.
მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირება პაბლო ფუერტესმა განსაჯა, რომელმაც ვიგოელთა კარის მიმართულებით სამი თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
"ისღა დარჩენოდა, მეოთხე პენალტიც დაენიშნა და თავად დაერტყა. ალბათ, უნდოდა, რომ ბენზემას ჰეთ-თრიქი შეესრულებინა", - ციტირებს ასპასის სიტყვებს Marca.
"ჩემთვის მთავარი გამარჯვებაა და არ აქვს მნიშვნელობა, ეს დამსახურებულია თუ არა".
"გამარჯვებული ვარ, მოგება მიყვარს და სახლში იმ გრძნობით წავალ, თითქოს მომატყუეს. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ქულების გარეშე დავრჩით", - დასძინა ესპანელმა შემტევმა.