ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, თუ რა თანხის სანაცვლოდ შეუძლია მანჩესტერ იუნაიტედს ტენ ჰაგის კონტრაქტის გამოსყიდვა

ცნობილი გახდა, თუ რა თანხის სანაცვლოდ შეუძლია მანჩესტერ იუნაიტედს ტენ ჰაგის კონტრაქტის გამოსყიდვა
თარიღი 03 აპრ 2022, 17:01

"მანჩესტერ იუნაიტედს" "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მიწვევა 2 მილიონი ევრო დაუჯდება, იტყობინება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.

გასულ წელს გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, სპეციალისტის გამოსასყიდი თანხა მხოლოდ ორ მილიონს შეადგენს.

ამიტომაც, როგორც აღინიშნება, "აიაქსი" 52 წლის ჰოლანდიელის წასვლას ხელს ვერ შეუშლის, თუ "ემიუ" მის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

მოგეხსენებათ, "ეშმაკუნებს" ამჟამად რალფ რანგნიკი უდგას სათავეში. სეზონის ბოლოს იგი ამ პოსტს დატოვებს და ინგლისური კლუბის სტრუქტურაში ერთ-ერთ თანამდებობას დაიკავებს.

ტენ ჰაგს ამსტერდამელებთან ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული. მიმდინარე სეზონში "აიაქსი" 28 ტურის შემდეგ მოპოვებული 69 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარ "პსვ"-ს 4 ქულით უსწრებს.