ავტორიზაცია

"სერია ა-ს ჩემპიონი ამ 3 გუნდიდან ერთ-ერთი გახდება", - ალეგრიმ ფავორიტები დაასახელა

"სერია ა-ს ჩემპიონი ამ 3 გუნდიდან ერთ-ერთი გახდება", - ალეგრიმ ფავორიტები დაასახელა
თარიღი 03 აპრ 2022, 17:08

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ტურინულ გუნდს სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების მოგების ერთ-ერთ ფავორიტად არ მიიჩნევს.

"ინტერი" კვლავ სკუდეტოს მოგების ფავორიტად რჩება, ყოველ შემთხვევაში, "იუვენტუსთან" მატჩამდე. ცხადია, "მილანს" საქმე კარგად მისდის, როგორც "ნაპოლის". ვფიქრობ, ამ სამი გუნდიდან ერთ-ერთი გახდება სერია ა-ს ჩემპიონი".

"იუვენტუსს" ესმის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გაგვიჭირდება. მაგრამ ჩემპიონატში კიდევ ბევრი ქულაა გასათამაშებელი და კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ".

"საბედნიეროდ, "ინტერთან" მატჩისთვის ფეხბურთელები ისეთ ფსიქოლოგიურ დონეზე იმყოფებიან, ჩემგან დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

ცნობისთვის, "იუვენტუსისა" და "ინტერის" დაპირისპირება დღეს, 3 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.