ავტორიზაცია

"საბოლოოდ შეიძლება იმის თქმა, რომ იუვენტუსის სასკუდეტო რბოლაში არ არის", - ალეგრი

"საბოლოოდ შეიძლება იმის თქმა, რომ იუვენტუსის სასკუდეტო რბოლაში არ არის", - ალეგრი
თარიღი 04 აპრ 2022, 11:14

მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსის" პერსპექტივები სერია ა-ში "ინტერთან" (0:1) წაგების შემდეგ შეაფასა: "არ ვიტყვი იმას, რაც ახლა ვერანაირად ვერ დაგვეხმარება.

თამაშის განხილვა მინდა. ჩემმა გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა, კარგად ვითამაშეთ, კარში ბევრჯერ დავარტყით, სამწუხაროა, რომ წავაგეთ. ეს კარგი იუვენტუსი იყო, გუნდი იხვეწება.

უფრო მეტ ვერტიკალურ პასს ვაკეთებთ, თავდამსხმელებს უკეთ ვპოულობთ და ტექნიკური თვალსაზრისითაც კარგად ვთამაშობთ. ბოლოს კი შეიძლება ითქვას, რომ იუვენტუსი ნამდვილად გამოთიშულია სასკუდეტო რბოლიდან!

ჩვენ უბრალოდ გვსურს რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ მეოთხე ადგილის დასაკავებლად და მომავალი სეზონის ძლიერი სტარტისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა ალეგრიმ.