ავტორიზაცია

BREAKING: მბაპეს პარიზში დარჩენის შანსები სერიოზულად გაიზარდა!

BREAKING: მბაპეს პარიზში დარჩენის შანსები სერიოზულად გაიზარდა!
თარიღი 04 აპრ 2022, 18:20

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე შესაძლოა პარიზში დარჩეს და კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, კილიანი თავისუფალი აგენტის სტატუსით "რეალს" შუეერთდეს.

ახლა კი, როგორც France Bleu Paris-ი იტყობინება, სიტუაცია სერიოზულად შეიცვალა და პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება უფრო რეალურია.

უფრო მეტიც, მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.

საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის ეგიდით, "ლორიანთან" (5:1) გამართული მატჩის შემდეგ, მბაპემ განაცხადა, რომ "პსჟ"-ში დარჩენა ნამდვილად შესაძლებელია.