ავტორიზაცია

"ოცნება ამიხდა, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი", - მბაპე მესისა და ნეიმართან ერთად თამაშზე

"ოცნება ამიხდა, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი", - მბაპე მესისა და ნეიმართან ერთად თამაშზე
თარიღი 04 აპრ 2022, 18:56

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ თავდასხმის ხაზში ლიონელ მესისა და ნეიმართან ერთად თამაშზე ისაუბრა.

"მესისთან ასპარეზობა მარტივია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ოცნება დიდი ფეხბურთელების გვერდით თამაშია, მესი და ნეიმარი კი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს შორის არიან".

"მათთან ერთად ასპარეზობა ადვილია. ყველაფერი კარგადაა, ლეომ გაიტანა, ნეიმარმა დუბლი შეასრულა".

"ჩემთვის პატივია, რომ მათ გვერდით ვთამაშობ. ლიონელის გვერდით ვვითარდები, ყოველდღე ვადევნებ თვალყურს იმას, თუ რა შეუძლია, - ეს მაძლევს შესაძლებლობას გავიგო, რაში შემიძლია მომატება. მასთან ერთად ასპარეზობის შანსი გამიჩნდა, ვიმეორებ, ეს პატივია".

"ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ რეალობად იქცა. ძალიან კმაყოფილი ვარ, უკვე ბევრი რამ ვისწავლე. ლეგენდაა და ფეხბურთის ისტორიაში შევა", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს СulturePSG.

მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზულ კლუბს გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.