ცნობილი გახდა ხელფასის ოდენობა, რომელსაც რუდიგერი ბარსელონასგან ბონუსთან ერთად ითხოვს

გაირკვა, თუ რამდენის გამომუშავება სურს "ჩელსის" ცენტრალურ მცველს, ანტონიო რუდიგერს "ბარსელონას" რიგებში.
როგორც Diario Sport-ი იტყობინება, კატალონიური გრანდის წარმომადგენლები "არისტოკრატთა" უკანახაზელის აგენტს შეხვდნენ, რათა უშუალოდ გაეგოთ გერმანელის მოთხოვნების შესახებ.
შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ 29 წლის ფეხბურთელს წლიური ხელფასის სახით "სუფთა" 7 მილიონი ევროს მიღება უნდა. გარდა ამისა, იგი კონტრაქტის გაფორმებისთვის გარკვეულ ბონუსსაც ითხოვს, რადგან ზაფხულში ლონდონური კლუბის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
"ბარსას" ხელმძღვანელობასა და ხავის რუდიგერში სისწრაფე, მეორე სართულზე თამაშის ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება მოსწონთ, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფრები" მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტიას ვერ აძლევენ.
"ბარსელონა" ანტონიოსთან შესათანხმებლად ვარიანტების ძიებას განაგრძობენ. უახლოეს მომავალში მხარეები მორიგ შეხვედრას გამართავენ.
როგორც კატალონიურ გრანდში ფიქრობენ, რუდიგერზე ზეწოლა შესაძლოა იმ ფაქტმა მოახდინოს, რომ სეზონი მალე დასრულდება. არ არის გამორიცხული, ამის გამო მან საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მიიღოს.
"ბარსას" ფეხბურთელისგან მოთხოვნების შემცირება სურს და სჯერა, მისაღებად ფასად "ჩელსის" დაცვის ხაზის ლიდერი გუნდისთვის იდეალური ახალწვეული იქნებოდა.
მიმდინარე სეზონში რუდიგერმა ყველა ტურნირზე ერთად "არისტოკრატთა" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.