ავტორიზაცია

ბედის ირონია — ასტონ ვილას ორ ფეხბურთელს ფეხი ისე დაუცდა, როგორც თავის დროზე ჯერარდს

ბედის ირონია — ასტონ ვილას ორ ფეხბურთელს ფეხი ისე დაუცდა, როგორც თავის დროზე ჯერარდს
თარიღი 05 აპრ 2022, 12:37

"ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა "ჩელსისთან" მატჩში ფეხის დაცდენის ეპიზოდზე იხუმრა.

მოგეხსენებათ, 2013/14 წლების სეზონის მიწურულს პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" იბრძოდნენ. 36-ე ტურში მერსისაიდული კლუბი შინაურ კედლებში "არისტოკრატებთან" (0:2) დამარცხდა, იმ შეხვედრაში პირველი გოლი დემბა ბამ გაიტანა, რომელიც მეკარესთან პირისპირ ჯერარდის დაცემისა და ბურთის დაკარგვის შედეგად აღმოჩნდა.

შაბათს კი "ასტონ ვილამ", რომელსაც ამჟამად ჯერარდი უდგას სათავეში, ინგლისის ჩემპიონატის 31-ე ტურში "ვულვერჰემპტონთან" (1:2) წააგო. "მგლებმა" ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს იმის წყალობით, რომ საგოლე შეტევის ეპიზოდში ბირმინგემელთა ორ ფეხბურთელს, ჯონ მაკგინსა და ეზრი კონსას ფეხი დაუცდათ.

"აღნიშნულ საკითხში ჩემი მხრიდან ნებისმიერი პრეტენზია ან ბრალდება უადგილო იქნება".

"შესაძლოა, ეს მოედნის გამო მოხდა, შესაძლოა, ბუცების გამო, მაგრამ ფაქტია, მეტოქეს გოლი ვაჩუქეთ და ამან ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა", - ციტირებს ინგლისელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mirror-ი.