"არავინ დამიჯერებს, მაგრამ მაისში მბაპე გამოაცხადებს, რომ პსჟ-ში რჩება", - გავლენიანი ფრანგი ჟურნალისტი

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ დარჩენა გადაწყვიტა და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე პარიზს არ დატოვებს.
ამის შესახებ გავლენიანი ფრანგი ჟურნალისტი, დანიელ რიოლო იტყობინება, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ლიონელ მესის "პსჟ"-ში გადასვლის შესახებ.
"ალ ხელაიფის ერთადერთი ინტერესი იმის ცოდნაა, თუ რას გააკეთებს კილიანი", - ციტირებს რიოლოს სიტყვებს RMC Sport-ი.
"არავინ დამიჯერებს, მაგრამ საკუთარ გადაწყვეტილებას მაისში გამოაცხადებს და დარჩება", - დასძინა სახელგანთქმულმა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მისი ხელში ჩაგდების მთავარი ფავორიტი მადრიდის "რეალია".