ავტორიზაცია

"მბაპესთვის ბრძოლაში მე-3 კლუბიც ჩაერთო, მაგრამ ეს გუნდი ბარსა არ არის", - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი

"მბაპესთვის ბრძოლაში მე-3 კლუბიც ჩაერთო, მაგრამ ეს გუნდი ბარსა არ არის", - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი
თარიღი 05 Apr 2022, 13:56

"პსჟ"-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა განაცხადა, რომ კილიან მბაპესთვის ბრძოლაში მორიგი კლუბი ერთვება.

"ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცეკვას მესამე კლუბიც შეუერთდა და შესაძლოა, ამან მბაპეს საფიქრალი გაუჩინოს".

"არ ვიცი, რომელი გუნდია, მაგრამ "ბარსელონა" ნამდვილად არ არის. ეს დამიდასტურეს".

"ბარსელონაში" გადასვლის საკითხი მთელი რიგი მიზეზების გამო არც კი განიხილება", - ციტირებს როტენის სიტყვებს RMC Sport-ი.

შეგახსენებთ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და მისი ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტი მადრიდის "რეალია".