ავტორიზაცია

"მოსაწყენ პასუხს გაგცემთ", - ტუხელს ჰკითხეს, რომელ ერთ ფეხბურთელს წამოიყვანდა რეალიდან ჩელსიში

"მოსაწყენ პასუხს გაგცემთ", - ტუხელს ჰკითხეს, რომელ ერთ ფეხბურთელს წამოიყვანდა რეალიდან ჩელსიში
თარიღი 05 აპრ 2022, 23:05

თომას თუხელმა დაასახელა ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდის „რეალის“ შემადგენლობიდან თავის გუნდში სიამოვნებით დაიმატებდა.

„რომელ ერთ ფეხბურთელს წამოვიყვანდი „რეალიდან“ „ჩელსიში“? 

ძალიან მოსაწყენ პასუხს გაგცემთ, ვიღაცის გამორჩევაზე უარს გეტყვით და კარიმ ბენზემას შევაქებ.

ორი წლის წინ, ის ჩემი აზრით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი იყო, ახლა კი, როგორც ჩანს, აღარ არის.

ის სრულებით იმსახურებს ყველაფერს, რაც ბოლო პერიოდში გადახდა, ხოლო ის ფაქტი, რომ ის ამდენი წელია „რეალის“ „ცხრიანია“, ყველაფერს თავად ამბობს. ისიც, თუ რა როლს ასრულებს ის ამ გუნდში და ასევე მისი კაპიტანიცაა, ძალიან შთამბეჭდავია.

კლასიკოშიც გამოჩნდა, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ის მოედანზე არ არის. ეჭვგარეშეა, ის ძალიან გამორჩეული ფეხბურთელი და პიროვნებაა.

ამავდროულად, ვფიქრობ ლუკა მოდრიჩის, ტონი კროოსის და სხვების მიმართ ახლა ძალიან უსამართლო ვარ.“ - აღნიშნა ტუხელმა.