ავტორიზაცია

ლივერპულმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ყველა გასვლით მატჩში 2+ გოლი გაიტანა

ლივერპულმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ყველა გასვლით მატჩში 2+ გოლი გაიტანა
თარიღი 06 აპრ 2022, 10:22

„ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში „ბენფიკას" 3:1 მოუგო.

შედეგად, მერსისაიდელებმა 2021/22-სეზონის ჩემპიონთა ლიგის ყველა გასვლით შეხვედრაში 2+ გოლის გატანა შეძლეს.

ჯგუფურ ეტაპზე კლოპის გუნდმა სტუმრად „მილანს" 2:1 მოუგო, „ატლეტიკოს" 3:2, „პორტუს" 5:1, მერვედფინალის პირველ მატჩში კი „ინტერს" 2:0.

უახლოეს გასვლით მატჩს პრემიერ ლიგაში „ლივერპული" 10 აპრილს „მან სიტის" წინააღმდეგ გამართავს.