მიზეზი, რის გამოც რუდიგერის ბარსელონაში გადასვლა გამოირიცხა

"ბარსელონა" ანტონიო რუდიგერთან კონტრაქტს არ გააფორმებს. კატალონიურ კლუბს შეუძლია მოიწვიოს "ჩელსის" მცველი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, რონალდ არაუხოსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში.
ახლა, როცა ურუგვაელთან ახალი 5-წლიანი კონტრაქტის თაობაზე თანხმობა შედგა, რუდიგერის "ბარსელონაში" გადასვლა სრულიად გამორიცხულია, წერს Diario Sport-ი.
გასულ კვირას "ბარსელონას" ხელმძღვანელობა რუდიგერის აგენტს შეხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელმა კატალონიელებს სთხოვა გრძელვადიანი კონტრაქტი წელიწადში 7 მილიონი ევრო და პრემია.
"ბარსას" ხელმძღვანელები დაჰპირდნენ, რომ ამ საკითხს განიხილავდნენ, მაგრამ ანტონიოს შესაძლო მოწვევა არაუხოსთან მოლაპარაკებას ექვემდებარებოდა. 23 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება კლუბისთვის პრიორიტეტული იყო.