"დაუძახეთ მას Cuarascelia" - ევროპული პრესა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერის მოლოდინშია
ბათუმის "დინამოს" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლის შესახებ Eurosport-მაც დაწერა. შეგახსენებთ, ქართველმა გარემარბმა ყაზანის "რუბინთან" კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.
"კვარაცხელია "ნაპოლისთვის" პირველი შენაძენი იქნება და ის კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. ასე, რომ დაველოდოთ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ხვიჩა ნიჭიერი გარემარბია".
"კლუბის ხელმძღვანელების აზრით, მომავალ სეზონში ინსინიეს ადგილს დაიკავებს. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მისი მომავალი კლუბი იქნება "პარტენოპეი" და არა "მილანი", რასაც 2021 წლის ბოლოს მოიაზრდებდნენ".
ქართველი ვინგერი სწრაფი და მოქნილია, რომელიც ყოველთვის კარგად უმიზნებს მოწინააღმდეგეს და არასდროს ერიდება მცველთან ერთი-ერთზე თამაშს. ის ლორენცოს ჩაანაცვლებს".
დაუძახეთ მას Cuarascelia - ასე წარმოითქმის დინამოს ფლანგელის სახელი", - წერს ავტორიტეტული გამოცემა 22-წლის შემტევის შესახებ, რომელიც "აძურიში" გადასვლასთან რეალურად ახლოს არის.