ავტორიზაცია

"კვარაცხელია ნაპოლისთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა", - იტალიური პრესა ტრანსფერის მოლოდინშია

"კვარაცხელია ნაპოლისთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა", - იტალიური პრესა ტრანსფერის მოლოდინშია
თარიღი 05 აპრ 2022, 17:13

Calciomercato წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია: "კვარაცხელია ნაპოლისთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და მოლაპარაკებები წინ სწრაფად მიდის.

Calciomercato-ს მიერ კლუბთან დაახლოებული წყაროებისგან მოპოვებული ინფორმაციით, ტრანსფერის გასაჩარხად მხოლოდ დეტალებიღაა დარჩენილი და მოთამაშე "პარტენოპეიში" გადასვლისგან ნამდვილად ერთ ნაბიჯში იმყოფება.

ამ წუთისთვის მოულოდნელი არაფერი ხდება და კლუბი უზრუნველყოფს, რომ ხვიჩამ "აძურიში" ითამაშოს. ის მილანის რადარზეც იყო, თუმცა "ლურჯების" სურვილი უფრო მტკიცე აღმოჩნდა.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა, გიუნტოლიმ ქართველი გარემარბის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, მისთვის შესაფერისი ადგილი გამონახა", - წერს იტალიური გამოცემა.

პრესაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმის "დინამოს" ვინგერმა დიეგო მარადონას სახელობის სტადიონის ბინადრებთან წინასწარი, ხუთწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.